ნაზი და ზომიერად ტკბილი ჟოლოს ჩიზქეიქი-პარფე ცხობის გარეშე
ნაზი და ზომიერად ტკბილი ჟოლოს ჩიზქეიქი-პარფე ცხობის გარეშე
დრო 45წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟოლო - 475 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 1, 25 ჭიქა
  • კარაქი - 2 ს/კ
  • პუდინგის ფხვნილი - ჩიზქეიქის, 1 შეკვრა
  • შაქარი - 1 ს/კ
  • რძე - 2 ჭიქა
მომზადების წესები

დაფხვენით "პეჩენია". შეურიეთ შაქარი და გამდნარი კარაქი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გაანაწილეთ მიღებული მასა კერამიკის ჭურჭელში - თითოეულში მასის 1/4 -დი.

შემდეგ თითოეულში ჩადეთ ჭიქა იმისათვის, რომ მასა დაიპრესოს.

პუდინგი გახსენით რძეში (შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით). 2 წუთში გაანაწილეთ ჭურჭელში პუდინგი, დაპრესილი ნამცხვრის ზემოდან.

პუდინგის ზემოდან გაანაწილეთ ჟოლო. დაასხით დარჩენილი პუდინგი. მოაყარეთ დარჩენილი დაფხვნილი ნამცხვარი.

შედგით მაცივარში ნახევარი საათით. შემდეგ კი გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ჩიზქეიქი ჟოლო პარფე ნანახია: 4027