ქათმის ფილეს მომზადების ყველაზე გემრიელი მეთოდი
ქათმის ფილეს მომზადების ყველაზე გემრიელი მეთოდი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 1 კგ
  • ხაჭო - ცხიმიანი, 250 გ
  • ისპანახი - 100 გ
  • ყაბაყი - 100 გ
  • ჰოლანდიური ყველი - 50 გ
  • ნიორი - 3 კბილი
  • მარილი - 2 ჩ/კ
  • პაპრიკა - 1/2 ჩ/კ
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 2 ჩ/კ
მომზადების წესები

გახეხეთ ყაბაყი.
დაჭერით წვრილად ნიორი და გახეხეთ მსხვილად ყველი.
ღრმა ჯამში ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, ქორფა ისპანახი, გახეხილი ყაბაყი და ყველი. დაუმატეთ ½ ჩ/კ მარილი.
გარეცხეთ ქათმის ფილე და გაჭერით 2 ნაწილად. თითოეულს მოაყარეთ მარილი და პაპრიკა და ასევე ხმელი იტალიური სანელებლები.
გააკეთეთ ფილეს თითოეულ ნაჭერზე განივი ჩანაჭერი.
ჩადეთ ამ ჩანაჭრელში ხაჭოს გულსართი და ღია კიდეები დაამაგრეთ კბილის ჩხირებით.
შეწვით ფილე ტაფაზე ორივე მხრიდან, ზედაპირის დაბრაწვამდე.