ფარშს შევურიოთ კვერცხის გული, აკეპილი ხახვი ნიორი, მწვანილი და სანელებლები, დავყოთ ოთხ გუნდად, მივცეთ მრგვალი, თხელი ფორმა, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ საშუალო ტემპერატურაზე გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე. თითოეული ფუნთუშა გავჭრათ, წავუსვათ კეტჩუპისა და არაჟნის ნარევი, დავადოთ ყველის ნაჭერი, სალათის ფოთოლი და შემწვარი კატლეტი, წავუსვათ კვლავ კეტჩუპისა და არაჟნის ნარევი და დავაფაროთ ფუნთუშის მეორე ნახევარი. მივირთვათ მოზმადებისთანავე.