შოკოლადის ქაფქეიქები
შოკოლადის ქაფქეიქები
დრო 40წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 250 გ
  • კარაქი - 200 გ
  • კვერცხი - 7 ცალი
  • ფქვილი - 350 გ
  • კაკაო - 50 გ
  • კეფირი - 130 გ
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
მინანქარი:
  • შავი შოკოლადი - 150 გ
  • კარაქი - 50 გ
  • ათქვეფილი ნაღები - 150 მლ
მომზადების წესები

მიქსერით გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, სანამ ფაფუკ მასას მივიღებთ. დავუმატოთ კვერცხი. ცალკე თასში შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, ვანილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. მიქსერის დაბალი სიჩქარით მშრალი ინგრედიენტები
შევურიოთ კარაქისა და შაქრის მასას, ბოლოს დავუმატოთ კეფირი და კარგად ამოვურიოთ.
ჩავასხათ ქაღალდის ფორმებში და გამოვაცხოთ 17-20 წთ. 180 გრადუსზე. მზა მაფინები გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაცივებამდე. შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე. შევაგრილოთ 27-30 გრადუსამდე და მოვასხათ მაფინებს. ზემოდან მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით.

რეცეპტი ჟურნალ "გემრიელია"-ს ივნისის ნომრიდან

ტეგები:
შოკოლადი ქაფქეიქები ნანახია: 3185