ბანანის ნაყინი მარტივად
ბანანის ნაყინი მარტივად
დრო 120წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბანანი - 4 ცალი
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 50 გ
  • დარიჩინი - გემოვნებით
მომზადების წესები

გაფცქვენით ბანანი, მოათვსეთ ჰერმეტულ ზიპიან პაკეტში და მოათავსეთ საყინულეში 2 საათით.

გახეხეთ შოკოლადი და დაფხვენით "პეჩენია".

გამოიღეთ ბანანი საყინულედან, დატეხეთ და მოათავსეთ ბლენდერში, ათქვიფეთ, სანამ კრემისებურ მასას არ მიიღებთ.

ახლა ისღა დაგრჩენიათ,  გაანაწილოთ ბანანის სორბე სასურველ ფორმებში და გააფორმოთ დაფხვნილი "პეჩენიით" და გახეხილი შოკოლადით.

გემრიელად მიირთვით

 

 

 

 

ტეგები:
ნაყინი ბანანი ნანახია: 4816