ბადრიჯანი გუფთებით
ბადრიჯანი გუფთებით
დრო 45წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

გუფთები:
  • საქონლის ხორცის ფარში - 200 გ
  • მოხარშული ბრინჯი - გატარებული, 1 ს/კ
  • მარილი
  • შავი პილპილი
  • ძირა
სოუსი:
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • ტომატპასტა - 2 ჩ/კ
  • დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
  • ზეთი - 1 ჩ/კ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა
  • რეჰანი - ან სხვა მწვანილი გასაფორმებლად
მომზადების წესები

გუფთებს ავურიოთ გატარებული მოხარშული ბრინჯი, სანელებლები და კაკლისოდენა გუნდებად დავყოთ. ბადრიჯანი და წიწაკა დავჭრათ რგოლებად, ხახვი - მსხვილად, ოხრახუში და ნიორი ავკეპოთ.
კეცს წავუსვათ ზეთი, ზედ დავაწყოთ დაჭრილი ბადრიჯანი და წიწაკა, წიწაკის რგოლებში მოვათავსოთ გუფთები, მოვაყაროთ მწვანილი და ნიორი.
ტომატპასტა გავხსნათ 0,5 ჭიქა წყალში, შევურიოთ მარილი, წიწაკა და მოვასხათ კეცზე დაწყობილ პროდუქტებს.
გუფთები შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთით, სანამ მომზადდება. ბოლოს კერძი მოვრთოთ მწვანილით და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.

ეს და სხვა უამრავი რეცეპტი იხილეთ ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომერში.

ტეგები:
ბადრიჯანი ხორცის ფარში ნანახია: 3367