კრემბრულე ჟოლოთი
კრემბრულე ჟოლოთი
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 1 ცალი
  • კვერცხის გული - 4 ცალი
  • შაქარი - 0,5 ჭიქა
  • ნაღები - 3 ჭიქა
  • ვანილი
  • ფორთოხლის ლიქიორი - 1 ს/კ (სურვილისამებრ)
  • ჟოლო - მოსართავად
მომზადების წესები

კვერცხის და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი. ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე და შევურიოთ კვერცხის მასას, დავამატოთ ვანილი, ლიქიორი, ჩავასხათ ფორმებში და გამოვაცხოთ 150 გრადუსზე 40 წთ.
გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 2 სთ. სერვირების წინ მოვაყაროთ 1 ჩ.კ. შაქარი და ზემოდან დავაკარამელოთ ან მსუბუქად მოვბრაწოთ გრილის საშუალებით. მოაყარეთ ჟოლო და გემრიელად მიირთვით!

ეს და სხვა რეცეპტები იხილეთ ჟურნალ "გემრიელიას"  ივნისის ნომერში.

ტეგები:
დესერტი ჟოლო კრემ-ბრიულე ნანახია: 1650