შაქარი, მარილი და დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, სახამებელი და მოვზილოთ ცომი. ცომი ჩავდოთ ცელოფანში და 30 წუთით მაცივარში დავდოთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ჩავდოთ ტარტალეტის ფორმებში, დავაფინოთ ქაღალდი და ჩავაყაროთ ბრინჯი ან სხვა ბურღული, გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. ბურღული შევინახოთ, ტარტალეტები კი გავაცივოთ. კრემის ინგრედიენტები (კარაქის გარდა) კარგად ავთქვიფოთ და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ. როცა ადუღდება, შევურიოთ კარაქი და გავაცივოთ. ტარტალეტები ამოვავსოთ კრემით და მოვრთოთ კენკრით. რეცეპტი ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომრიდან!