პანაკოტა კენკრის ჟელეთი
დრო 240წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

პანაკოტა იტალიური დესერტია და წარმოადგენს ნაღების ერთგვარ ჟელეს. მარწყვის ნაცვლად ნებისმიერი სასურველი ხილი შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ინგრედიენტები

  • ნაღები - 150 მლ
  • რძე - 250 მლ
  • ჟელატინი - 5 გ
  • შაქარი - 1/4 ჭიქა
  • ვანილი
  • მარწყვი - წვენთან ერთად 450 გ
  • შაქარი - გემოვნებით
  • ჟელატინი - 10 გ
მომზადების წესები

რძე გავაცხელოთ, ჩავყაროთ შაქარი, ჟელატინი და გავხსნათ კარგად. დავუმატოთ ნაღები და ვანილი. კარგად ამოვურიოთ
და ჩავასხათ ჭიქებში. გავაჩეროთ მაცივარში გამყარებამდე. მარწყვს დავაყაროთ შაქარი და დავაცადოთ, სანამ წვენს გამოუშვებს.
მარწყვის წვენი მივიყვანოთ ადუღებამდე, შევურიოთ ჟელატინი და გადავურიოთ მარწყვებს. დავასხათ პანაკოტას მასას და
ისევ შევდგათ მაცივარში.

ეს და სხვა საინტერესო რეცეპტები იხილეთ ჟურნალ "გემრიელიას" ივნისის ნომერში.