ხორცის ფარშს შეურიეთ გახეხილი ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ ხელით. ყველი დაჭერით დაახლოებით 1X1 სმ-ზე კუბიკებად. ფარშისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, დააბრტყელეთ ხელის გულზე და ჩაუდეთ გულში ყველის კუბიკი. დააბრგვალეთ ფარში ისე, რომ ყველი შუაგულში მოექცეს. მოათავსეთ ხორცის ბურთები გამოსაცხობ ფირფიტაზე და შეწვით 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. სოუსისთვის: მოხრაკეთ წმინდად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ტომატპასტა, ფქვილი, მარილი და პილპილი. თუშეთ 3 წუთი, თან ურიეთ. ბოლოს დაუმატეთ მწვანილი. მოასხით სოუსი შემწვარ ტეფტელებს სუფრასთან მიტანის წინ. გემრიელად მიირთვით!