კარაქი გავადნოთ, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ხაჭოც.შვურიოთ ერთმანეთს ხაჭო და კვერცხი, დავამატოთ მანანის ბურღული, არაჟნისა და კარაქის 2/3, შევურიოთ ქიშმიში, მარილი და ვანილიც.მასა გადავიტანოთ ფორმაში (უმჯობესია სილიკონის) და კარგად გადავანაწილოთ, ზემოდან გადავუსვათ დარჩენილი არაჟანი და მოვასხათ კარაქი. თავზე შეგვიძლია ფოლგა დავაფაროთ და გამოვაცხოთ 160-180 გრადუსზე, 20-30 წუთი.