ბადრიჯანი თხლად დავჭრათ და მარილი მოვაყაროთ. 20 წუთის შემდეგ გავწუროთ და ზეთში შევწვათ. ამავე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ნიგოზი, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და ძმარი. ნიგვზის მასა წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს, გადავკეცოთ და ზემოდან კიდევ ერთხელ წავუსვათ ნიგვზის მასა. ნიგვზიანი ბადრიჯანი დაჭრილი წიწაკით გავაფორმოთ.