ნიგვზიანი ბადრიჯანი მოშუშული ხახვით
ნიგვზიანი ბადრიჯანი მოშუშული ხახვით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 4 ცალი
  • გატარებული ნიგოზი - 0,5 ჭიქა
  • ყვითელი ყვავილი - 2 ჩ/კ
  • უცხო სუნელი - 2 ჩ/კ
  • ხმელი ქინძი - 0,5 ჩ/კ
  • ხახვი - 1 თავი
  • ცხარე წიწაკა, მწვანე - 1 ცალი
  • რეჰანი - 1 პატარა კონა
  • ქინძი - 1 პატარა კონა
  • ნიორი - 4 კბილი
  • მარილი
  • წიწაკა
  • ძმარი
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები

ბადრიჯანი თხლად დავჭრათ და მარილი მოვაყაროთ. 20 წუთის შემდეგ გავწუროთ და ზეთში შევწვათ. ამავე ცხიმში მოვშუშოთ ხახვი, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ნიგოზი, დაჭრილი მწვანილი, სანელებლები და ძმარი. ნიგვზის მასა წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს, გადავკეცოთ და ზემოდან კიდევ ერთხელ წავუსვათ ნიგვზის მასა. ნიგვზიანი ბადრიჯანი დაჭრილი წიწაკით გავაფორმოთ.

ტეგები:
ბადრიჯანი ნიგოზი ხახვი იმერეთი ნანახია: 14046