ნესვი ლორითა და მოცარელათი
ნესვი ლორითა და მოცარელათი
დრო 15წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნესვი - 1 ცალი პატარა
  • ბეკონის ან ლორის ფირფიტები - 8 ცალი
  • პარმეზანი - 70 გ
  • კედრის კაკალი - 20 გ
  • ბაზილიკი - რამდენიმე ღერი
  • ძმარი ბალზამიკო - გემოვნებით
მომზადების წესები

გაჭერით ნესვი 2 ნაწილად და ამოაცალეთ თესლი. სპეციალური კოვზის (ნაყინის ამოსაღებით) ამოჭერით ნესვის რბილობიდან ბურთები.

მოათავსეთ ბურთები ჯამში და დაუამტეთ მოცარელას ბურთები (წინასწარ გაწურეთ).

ლორის/ბეკონის ფირფიტები გაჭერით 3-4 ნაწილად და დაუმატეთ ნესვისა და მოცარელას ბურთებს.

აურიეთ ყველაფერი და გადაიტანეთ მიღებული სალათა ნესვის კალათებში.

მოხალეთ კედრის კაკალი მშრალ ტაფაზე, მოაყარეთ სალათს, მოასხით ბალზამიკოს ძმარი და მორთეთ ბაზილიკის ფოთლებით.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ლორი ნესვი სალათა მოცარელა ნანახია: 2905