დღის რეცეპტი - ტკბილი რულეტები საოცრად გემრიელი ცომით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა
  • მარგარინი - 200 გ
  • საფუარი - 20 გ
  • ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
  • შაქარი - ამოსავლებად
მომზადების წესები

რძე, დარბილებული მარგარინი, საფუარი და ფქვილი აურიეთ ერთმანეთში, მოზილეთ რბილი ცომი და მოათავსეთ რამდენიმე საათით მაცივარში.

შემდეგ გაყავით ცომი 2 ნაწილად და გააბრტყელეთ თითოეული თხლად.

დაჭერით თითოეული ფირფიტა სამკუთხედებად. მოაყარეთ ზემოდან შაქარი და გადაახვიეთ თითოეული სამკუთხედი რულეტად. რულეტების ზედა მხარე ამოავლეთ კვლავ შაქარში, დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ რულეტები არ დაიბრაწება.

ტეგები:
ცომი რულეტი ნანახია: 12953