აჯიკის იშვიათი რეცეპტი ბებიებისგან
დრო 180წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდორი - 5 კგ
  • ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
  • ვაშლი - 1 კგ
  • სტაფილო - 1 კგ
  • ცხარე წიწაკა, წითელი - 100 გ
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • ნიორი - 200 გ
  • ძმარი 9% - 1 ჭიქა
  • მარილი - 1,5 ს/კ
  • შაქარი - 1/2 ს/კ
მომზადების წესები

გაარჩიეთ ტკბილი წიწაკა თესლისგან.

გაფცქვენით სტაფილო და ვაშლი, ამოაცალეთ გულები.

გაარჩეიეთ ნიორი და წითელი ცხარე წიწაკა.

გაატარეთ ხორცსაკეპმანქანაში პომიდორი, სტაფილო, ტკბილი და ცხარე წიწაკა, ვაშლი, დაუმატეთ მიღებულ მასას ზეთი.

მიღებული მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 2-2,5 საათი.

შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, შაქარი, ძმარი და მარილი. ხარშეთ აჯიკა კიდევ 30 წუთი.

სანამ მასა იხარშება, მოამზადეთ ქილები: კარგად გარეცხეთ და გაასტერილეთ.

ცხელ-ცხელი აჯიკა გაანაწილეთ ქილებში და მოხუფეთ. გადმოაბრუნეთ და გააჩერეთ ასე, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შეფუთვა არ უნდა.

რედაქციის რჩევა: აჯიკის ძირითადი კომპონენტებია: ცხარე წიწაკა, ნიორი და მარილი. ნიორი შეარჩიეთ ცხარე, იისფერი შეფერილობით, წიწაკა - ქორფა, ხოლო მარილი - მსხვილი, უკეთესი იქნება ზღვის.

 

 

 

ტეგები:
წიწაკა აჯიკა პომიდორი რეცეპტი ნანახია: 3203