არაჟნის ნამცხვარი ვანილის კრემით
არაჟნის ნამცხვარი ვანილის კრემით
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ცომი:
  • რძე - 200 მლ
  • ფქვილი - 300 გ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მარილი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • სოდა - დანის წვერით
კრემი:
  • არაჟანი - 500 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 6 ს/კ
  • ვანილის ჩხირი - 1/2 ცალი
მომზადების წესები

მოზილეთ რბილი და ნაზი ცომი მოცემული ინგრედიენტებისგან, გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.

კრემისთვის: ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის ჩხირის ნახევარი (გახეხილი), არაჟანი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გააბრტყელეთ ცომი, გადაიტანეთ ფორმაში, გაუკეთეთ მაღალი კიდეები, ჩაასხით მასში კრემი და აცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი. 

გამომცხვარი ნამცხვრის გულსართი იმოძრავებს და ასეც უნდა იყოს.. გააგრილეთ და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი კრემი არაჟანი ნანახია: 4370