თასში ავთქვიფოთ კვრცხი და მარილი, დავამატოთ ფქვილი და სოდა, შემდეგ თანდათანობით ვამატოთ რძე და კარგად ავურიოთ რომ კოშტები არ დარჩეს. დავდგათ ცომი 1 საათით რომ კარგად გაფუვდეს. ამასობაში მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. შევურიოთ ცომს მწვანილი და ცხიმი, გამოვაცხოთ ტაფაზე ორივე მხრიდან და არაჟანთან ერთად მივირთვათ.