პიცა "მარგარიტა"
პიცა "მარგარიტა"
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მოგრძო პომიდორი - 200 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ჩ/კ
  • პარმეზანი - 70 გ
  • საფუარი - 10 გ
  • შავი პილპილი - გემოვნებით
  • ფქვილი - 500 გ
  • მოცარელა - 100 გ
  • წყალი - 300 მლ
  • ბაზილიკი - 40 გ
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები

საფუარს დაასხით წყალი და დაუმატეთ 1 ჩ/კ ზეითნის ზეთი.

გაცერით ფქვილი მარილთან ერთად და დაუმატეთ საფუვრიანი მასა. მოზილეთ ცომი. გააჩერეთ ცოტა ხნით.

ამასობაში გაფცქვენით და დააქუცმაცეთ პიურეს მასის მიღებამდე პომიდორი, დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი ბაზილიკი 3/4, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი პილპილი და მარილი გემოვნებით.

ჩაზილეთ ცომი და გააბრტყელეთ. წაუსვით ცომს კარგად ტომატის მასა, დაჭერით მოცარელა მსხვილ კუბიკებად და დაალაგეთ პიცაზე. დაახეხეთ პარმეზანი და მოაყარეთ დარჩენილი დაჭრილი ბაზილიკი.

აცხვეთ 10 წუთი წინასწარ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

ტეგები:
ცომი პიცა ნანახია: 3944