ბადრიჯანი ბაჟეს სოუსში
+ N/A
ბადრიჯანი ბაჟეს სოუსში
დრო 80წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 6 ს/კ
  • ნიორი - 4 კბილი
  • ძმარი - 2 ჩ/კ
  • ხახვი - 0,5 ცალი
  • დარიჩინი - 0,5 ჩ/კ
  • უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
  • ნიგოზი - 200 გ
  • ბადრიჯანი - 2 ცალი
  • ზეთი - 3 ს/კ
  • აჯიკა - 0,5 ჩ/კ
  • მიხაკი - 4 ცალი
  • მარილი
მომზადების წესები

გაფცქვენით ბარდიჯანი და დაჩხვლიტეთ ჩანგლით მთელ სიგრძეზე.

მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე, მოასხით ჯერ 1 ჩ/კ ძმარი, შემდეგ ცოტაოდენი ზეთი და რამდენიმე კოვზი წყალი.

გადააფარეთ ფირფიტას ფოლგა და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

გამოიღეთ ბადრიჯანი, მოხსენით ფოლგა, კვლავ მოასხით წყალი, მოაყარეთ მარილი და შეაბრუნეთ ღუმელში ახლა 25 წუთით.

წმინდად დაჭერით ქინძი და ნიორი, აურიეთ ერთმანეთში. შემწვარი ბადრიჯანი გამოიღეთ, ჩასერეთ და გამოტენეთ ქინძისა და ნივრის ნარევით, მოასხით კვლავ ზეთი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთით.

მოამზადეთ ბაჟე: დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად და მოხრაკეთ ზეთში. ნიგოზი დააბლენდერეთ ნიორთან, უცხო სუნელთან, დარიჩინთან, მიხაკთან და აჯიკასთან ერთად. დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

ნიგვზიან მასას დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და 1 ჩ/კ ძმარი. აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

გაცივებული ბაჟე მოასხით შემწვარ და გაცივებულ ბადრიჯანს და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

ტეგები:
ბადრიჯანი ნიგოზი სოუსი ნანახია: 18074