ფაფუკი ზებრა ბებიის რეცეპტით
ფაფუკი ზებრა ბებიის რეცეპტით
დრო 60წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 2,5 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 5 ცალი
  • არაჟანი - 200 გ
  • კაკაო - 2 ს/კ
მომზადების წესები

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ 2 ჭიქა გაცრილი ფქვილი, სოდა ძმრით, არაჟანი და გამდნარი და გაცივებული კარაქი. ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი მიქსერით.

მიღებული ცომი გაყავით 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ 2 ს/კ ფქვილი, ხოლო მეორეს - 2 ს/კ კაკაო და კარგად აურიეთ.

გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით სუფრის კოვზით ხან ერთი, ხან მეორე ცომი. არ აურიეთ. უბრალოდ ზემოდან შეგიძლიათ გაუკეთოთ ლამაზი ორნამენტი ხის ჩხირით.

მოათავსეთ ფორმა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. თუ შეატყვეთ, რომ ნამცხვრის ზედაპირი იწვება, გადააფარეთ ფოლგა და დაუკელით ღუმელის ტემპერატურას 180 გრადუსამდე.

გემრიელად მიირთვით!

 

 

 

ტეგები:
ნამცხვარი კაკაო ზებრა ნანახია: 29813