უმარტივესი ღვეზელები ფენოვანი ცომით, ლორით, ყველითა და მწვანე ხახვით
დრო 25წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი (მაგარი სახეობის) - 250 გ
  • ლორი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფენოვანი ცომი - 500 გ
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
მომზადების წესები

დაჭერით წმინდად ხახვი, გახეხეთ ყველი, დაჭერით პატარა კუბიკებად ლორი, დაუმატეთ კვერცხი და ყველაფერი აურიეთ ერთ ჯამში.

გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და დაჭერით 6/12-ზე სმ-ის მართკუთხედებად.

მოათავსეთ მართკუთხედის ერთ მხარეს 1 ს/კ გულსართი, წაუსვით ცმოს კიდეებს წყალი და გადაკეცეთ ცომი, შეუწებეთ კიდეები.

დაალაგეთ ღვეზელები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე, ზემოდან წაუსვით ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!