გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან და მარილთან ერთად. ათქვიფეთ კარაქი 1 1/2 ჭიქა შაქართან ერთად ჰაეროვანი, თეთრი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კვერცხი და კვლავ ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილის მშრალი მასა და მოზილეთ ერთგვაროვანი რბილი ცომი. მიიღებთ ოდნავ ნოტიო, ხელებზე წებოვან ცომს. მოათავსეთ ცომი მაცივარში 1 საათით. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გააკეთეთ 3-4 სმ-ის ბურთები, ამოავლეთ შაქარსა და დარიჩინში. დაალაგეთ მიღებული ბურთები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე, ოდნავ დააბრტყელეთ ჭიქით და აცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. ძალიან არ გამოაშროთ. გემრიელად მიირთვით!