შემწვარი კარტოფილი ნივრითა და როზმარინით
შემწვარი კარტოფილი ნივრითა და როზმარინით
დრო 40წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 10 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • როზმარინი - რამდენიმე ღერი
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები

მოხარშეთ კარტოფილი მარილწყალში 20 წუთის განმავლობაში.

გადაიტანეთ მოხარშული კარტოფილი პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე და ჩაჭყლიტეთ ოდნავ ჩანგლით.

მოათავსეთ  კარტოფილზე დაჭყლეტილი ნიორი და როზმარინის ღერები.

მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით ზეითუნის ზეთი.

შეწვით კარტოფილი წინასწარ 210 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი ნიორი როზმარინი ნანახია: 2663