
დაფქვით შვრიის ფანტელი მსხვილად.
გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ ფქვილი და ქოქოსის ზეთი, თაფლი, დარიჩინი და მარილი.
გადაიტანეთ ცომი ტარტალეტის სილიკონის ფორმებში და კარგად ჩატკეპნეთ.
აცხვეთ წინასწარ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წთ.
გამომცხვარ და კარგად გაცივებულ ტარტალეტებში გაანაწილეთ იოგურტი და ზემოდან კენკრა.
გემრიელად მიირთვით!