"პანცანელა" - კიტრის და პომიდვრის სალათა პურით
"პანცანელა" - კიტრის და პომიდვრის სალათა პურით
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პომიდორი - 5-6 ცალი
  • პური - უმჯობესია ჩიაბატა, 400 გ
  • კიტრი - 1 ცალი
  • წითელი ხახვი - 1 თავი
  • ზეითუნის ზეთი - 5 ს/კ
  • ძმარი ბალზამიკი - 1 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ბაზილიკი ან რეჰანი - 1 პატარა კონა
მომზადების წესები

პომიდორი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, კიტრი - პატარა კუბიკებად.

ხახვი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ჩხირებად. პური დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

სასალათეში გადაიტანეთ პომიდორი, კიტრი, ხახვი და პური, დაუმატეთ ბაზილიკის ან რეჰანის ფოთლები.

მოაყარეთ სალათას მარილი და პილპილი, მოასხით 3 ს/კ ზეითუნის ზეთი და ბალზამიკოს ძმარი, ამოურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით.

სუფრასთან მიტანის წინ მოასხით დარჩენილი 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, კიდევ ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!

 

 

ტეგები:
ბოსტნეული პური სალათა ნანახია: 5195