ბადრიჯანი არაჟნით
ბადრიჯანი არაჟნით
დრო 45წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • არაჟანი - 150 მლ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მწვანილი - გემოვნებით
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

გაფცქვენით ხახვი და დაჭერით. 

გარეცხეთ ბადრიჯანი, გაფცქვენით და დაჭერით პატარა კუბიკებად ან მოგრძო ნაჭრებად.

პატარა ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ დაჭრილი ბადრიჯანი. გააჩერეთ ნახევარი საათით.

ტაფაზე მოასხით ზეთი და მოხრაკეთ.

გარეცხეთ ბადრიჯანი, გაწურეთ კარგად და დაუმატეთ ხახვს. ხრაკეთ, სანამ ბოსტნეული არ დაუბრაწება,  შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და წვრილად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი. აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

მოაყარეთ მარილი და პილპილი, თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
არაჟანი ბადრიჯანი ნანახია: 18342