ფხვიერი ნამცხვარი ნაზი გულსართით: "შტოში ქურქში"
ფხვიერი ნამცხვარი ნაზი გულსართით: "შტოში ქურქში"
დრო 35წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • კარაქი - 200 გ
  • შაქარი - 7 ს/კ + 3/4 ჭიქა
  • შტოში - 250 მლ-იანი ჭიქა
მომზადების წესები

გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ცილა შეინახეთ მაცივარში, ხოლო გული ათქვიფეთ 1 ს/კ შაქართან ერთად გათეთრებამდე.

დაუმატეთ დარბილებული კარაქი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გაანაწილეთ ისე, რომ კიდეები მაღლა ამოდიოდეს, რათა შემდგომ გულსართი არ გადმოვიდეს.

აცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ ზედაპირი არ მოიბრაწება.

მოამზადეთ გულსართი: შტოში გაქენით 6 ს/კ შაქართან ერთად.

გამოიღეთ ბისკვიტი ღუმელიდან და გაანაწილეთ ზედაპიზე გულსართი.

გამოიღეთ ცილა მაცივრიდან, ათქვიფეთ სქელი ქაფისებური მასის მიღებამდე, ბოლოს დაუმატეთ 3/4 ჭიქა შაქარი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. მიღებული ბეზეთი დაფარეთ შტოშის გულსართი და შედგით კვლავ ღუმელში, აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. 

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ნამცხვარი ბეზე შტოში ნანახია: 4436