ბადრიჯნის ხვეულები
ბადრიჯნის ხვეულები
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2, მოზრდილი
  • ხაჭო - 300-400 გ
  • ნიგოზი, გატარებული - 100 გ
  • ნიორი - 2-3 კბილი
  • ქინძი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
თითო ბადრიჯანი  გავჭრათ 5-6 ფირფიტად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 20 წუთი, შემდეგ გავრეცხოთ, შევაშროთ და დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. შევდგათ ღუმელში 10-15 წუთით 180 გრადუსზე ან შევწვათ ტაფაზე .

ამასობაში შევურიოთ ხაჭო და ნიგოზი, დავამატოთ  მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი. დავადოთ თითო კოვზი ბადრიჯნის ფირფიტას და გადავახვიოთ. სეზონზე შეგვიძლია ბროწეულის მარცვლებიც მოვაყაროთ
ტეგები:
ხაჭო ბადრიჯანი ნიგოზი ნანახია: 48687