ბლინებისთვის თბილ რძეს დაუმატეთ 1 კვერცხი, მარილი, სოდა და ფქვილი. ათქვიფეთ კარგად. შეწვით ბლინები ჩვეული მეთოდით. გულსართისთვის: მოხრაკეთ ზეთში წმინდად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და დაჭრილი სოკო, დაუმატეთ მარილი და სასურველი სანელებლები. ავაწყოთ ლაზანია: გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, დააფინეთ ბლინის 3 ფირფიტა, გადაუსვით არაჟანი, გაანაწილეთ სოკოს გულსართი. მოაყარეთ გახეხილი ყველი. დააფინეთ კვლავ ბლინის ფირფიტები, წაუსვით არაჟანი, ისევ გულსართი, კვლავ გახეხილი ყველი, დააფინეთ ბლინის 3 ფენა, წაუსვით არაჟანი ბლომად და მოაყარეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ ფორმა 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 30 წუთის შემდეგ. სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად! გემრიელად მიირთვით!