ბადრიჯნის ხიზილალა
ბადრიჯნის ხიზილალა
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 3 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 3 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 400 გ
  • ქინძი - პატარა კონა
  • მარილი
  • შაქარი - გემოვნებით
  • წიწაკა
  • ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები

ბადრიჯანი გარეცხეთ, გაფცქვენით, დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ 1 ჩ/კ მარილი და დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 5 წუთით.

გადაწურეთ დრუშლაგის მეშვეობით, შემდეგ კოვზის ან ქვაბის თავსახურის მეშვეობით კარგად დააწექით ბადრიჯანს, რმო მაქსიმალურად გაიწუროს წყლისგან.

წვრილად დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა, ნიორი გაატარეთ პრესში და შემდეგ დაკეპეთ.

მოხარკეთ ხახვი და ბულგარული 7 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, დაუმატეთ ბადრიჯანი და ხრაკეთ, სანამ არ დაიბრაწება.

დაუმატეთ ნიორი და ხრაკეთ კიდევ 3 წუთი. დაუმატეთ პომიდორი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და შაქარი, აურიეთ და წამოადუღეთ.

თუშეთ დაბალ ცეცხლზე თავახდილ ჭურჭელში, სანამ პომიდორი კარგად არ ჩაითუთქება და არ შემცირდება მოცულობაში.

ამასობაში დაჭერით წმინდად ქინძი, დაუმატეთ ბადრიჯანს სულ ბოლოს, ერთი წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.

 

ტეგები:
ბადრიჯანი ხიზილალა ნანახია: 3769