ლიმონის ცივი დესერტი დაფხვნილი ბეზეთი
ლიმონის ცივი დესერტი დაფხვნილი ბეზეთი
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნაღები - 300 მლ
  • ბერძნული იოგურტი - 500 გ
  • ლიმონის კრემი - 320 გ
  • ლიმონი - 1 ცალი
  • მზა გამომცხვარი ბეზე - 8 ცალი
  • თაფლი - 50 გ
  • მარწყვი - 75 გ
  • ჟოლო - 75 გ
მომზადების წესები

მართკუთხა გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პოლიეთილენის პარკი ისე, რომ კიდეებზე მთლიანად გადმოეფინოს ფორმას.

მოათავსეთ ფორმა საყინულეში. 

ამასობაში ლიმონს გააცალეთ თხლად კანი, ნაწილი დაჭერით წვრილ ზოლებად. გახეხეთ წვრილად ცედრა. 

გამომცხვარი ბეზე დაფშვენით.

ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე, ფრთხილად შეათქვიფეთ ლიმონის კრემი და იოგურტი, დაფხვნილი ბეზე (ცოტა გადაინახეთ ზემოდან მოსაყრელად) აურიეთ. დაუმატეთ ლიმონის ცედრა.

გადაიტანეთ მიღებული მასა გაყინულ ფორმაში, მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

მეორე დღეს გადმოიღეთ გაშლილი თეფშზე, მოაცალეთ ცელოფანი.

მოასხით თაფლი, მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი, ჟოლო, დაჭრილი ლიმონის კანი, დარჩენილი დაფხვნილი ბეზე. გააჩერეთ 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ლიმონი კრემი დესერტი ბეზე ნანახია: 2357