ალუბლის ყველაზე მსუბუქი და მარტივი დესერტი
ალუბლის ყველაზე მსუბუქი და მარტივი დესერტი
დრო 25წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ დესერტის მომზადება შეგიძლიათ არა მხოლოდ ალუბლით, არამედ რბილი ატმით, ქლიავით, მოცხარით, ჟოლოთი...

ინგრედიენტები

  • ნაღები 35 % - 300 მლ
  • შაქრის პუდრა - 1 ს/კ
  • ალუბალი - უკურკო, 1 ჭიქა
  • ალუბლის მურაბა - ან ჯემი 1 ს/კ
  • შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 100 გ
  • გახეხილი შოკოლადი - 1 ს/კ
მომზადების წესები

დაფხვენით შოკოლადის ნამცხვარი ბლენდერის მეშვეობით.

ალუბალს დაუმატეთ ჯემი (ან მურაბის წვენი) და აურიეთ. 

ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად სქელი მასის მიღებამდე.

გაანაწილეთ სასურველ ჭურჭელში ფენებად, ალუბალი ჯემთან ერთად, ნაღები, დაფხვნილი შოკოლადის ნამცხვარი და გახეხილი შოკოლადი.

დესერტი მზად არის!

გემრიალდ მიირთვით!

ტეგები:
ნაღები დესერტი ალუბალი ნანახია: 3180