ყაბაყთან და სტაფილოსთან ერთად შემწვარი ორაგული
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ორაგულის ფილე - 2 ცალი
  • ყაბაყი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ლიმონი - 1/2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები

სტაფილო გაფცქვენით და დათალეთ ყაბაყი და სტაფილო ბოსტნეულის სპეციალური სათლელით.

აიღეთ პერგამენტის ორი ფურცელი და გაანაწილეთ ორივეზე დათლილი ბოსტნეული.

მოასხით ზეითუნის ზეთი.

ბოსტნეულზე მოათავსეთ ორაგულის ფილეები, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ზემოდან დაალაგეთ ლიმონის ნაჭრები, გადაახვიეთ თითოეული ფილე პერგამენტში და გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე.

აცხვეთ თევზი წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

ტეგები:
სტაფილო ორაგული ყაბაყი ნანახია: 2544