ტკბილი როლები ბანანით და ნუთელათი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ბლინებისთვის:
  • პურის ფქვილი - 100 გ
  • სიმინდის ფქვილი - 100 გ
  • ვანილის შაქარი - 2 შეკვრა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • რძე - 500 მლ
  • ზეთი - აუცილებლობის შემთხვევაში
გულსართი:
  • ნუთელა - 2 ს/კ
  • ბანანი - 1 ცალი
  • ქუნჯუთის მარცვლები - 2 ს/კ
მომზადების წესები

ჯამში აურიეთ 2 სახეობის ფქვილი. ნელ-ნელა ჩაუმატეთ რძე, თან ურიეთ, სანამ ფქვილი კარგად არ გაიხსნება.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ვანილის შაქართან ერთად და შეურიეთ ფქვილისა და რძის მასას.

ყველაფერი კარგად აურიეთ და გააჩერეთ ცომი 30 წუთით.

ტაფას წაუსვით ზეთი და გამოაცხვეთ თხელი ბლინები ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში.

გაგრილებულ ბლინს წაუსვით თხლად ნუთელა, დადეთ ზედ მთლიანი ბანანი და გადაახვიეთ.

მოაჭერით ბლინის რულეტს არათანაბარი კიდეები და დაჭერით 5-6 თანაბარ როლად.

მზა როლებს მოაყარეთ ქუნჯუთის მარცვლები და გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ბანანი ნუთელა ბლინები ნანახია: 1397