ბადრიჯნითა და პომიდვრით მომზადებული საუკეთესო კერძი
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 800 გ
  • მაიონეზი - 3 ს/კ
  • ნიორი - 4 კბილი
  • პომიდორი - 500 გ
  • ქორფა ქინძი - დაჭრილი, 2 ს/კ
  • პაპრიკა - 1/2 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები

ბადრიჯანი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი.

შეწვით ბადრიჯანი ზეთში მაღალ ცეცხლზე, ყველა მხრიდან.

შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

სოუსისთვის: მაიონეზში აურიეთ პრესში გატარებული ნიორი, ქინძი, პაპრიკა, პილპილი და მარილი, აურიეთ.

შემწვარი ბადრიჯნის ნაჭრებს წაუსვით მაიონეზის სოუსი, დააფარეთ პომიდვრის ნაჭერი. შეგიძლიათ წაუსვათ კვლავ მაიონეზი და მოაყაროთ დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ბადრიჯანი პომიდორი ნანახია: 3165