მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინის რეცეპტი
მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინის რეცეპტი
დრო 5წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 200 გ
  • რძე - 50 მლ
  • მოხარშული შესქელებული რძე - 200 გ
მომზადების წესები

ხაჭო და რძე დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ მაინც დარჩა ხაჭოს კორკოშელები, გაატარეთ მასა საცერში.

დაუმატეთ მოხარშული შედედებული რძე და კვლავ დააბლენდერეთ. გაანაწილეთ ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში მინიმუმ 5 საათით.

სურვილისამებრ დაუმატეთ დესერტს საყვარელი კენკრა, ან მოახეხეთ შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!