ხაჭოს უნაზესი ტორტი შავი მოცხარით - ცხობის გარეშე
ხაჭოს უნაზესი ტორტი შავი მოცხარით - ცხობის გარეშე
დრო 25წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები

დაფხვენით ნამცხვარი ("პეჩენია") ბლენდერის მეშვეობით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, კარგად აურიეთ და ჩატკეპნეთ დასაშლელ, პერგამენტდაფენილ ფორმაში. შედგით მაცივარში 30 წუთით.

ამასობაში ათქვიფეთ ხაჭო არაჟანთან და შაქართან ერთად.

ჟელატინს დაასხით წყალი (1 ს/კ ჟელატინზე 1 ჭიქა წყალი), როგორც კი ჟელატინი გაფუვდება ჩაასხით გაცხელებულ ნაღებში და ათქვიფეთ.

ხაჭოსა და არაჟნის მასას დაუმატეთ ჟელატინიანი ნაღები და თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დაბლენდერებული შავი მოცხარი და კარგად აურიეთ.

გამოიღეთ მაცივრიდან ცივი ბისკვიტი, გაანაწილეთ ხაჭოსა და მოცხარის კრემი. კვლავ შედგით მაცივარში, სანამ ტორტი კარგად არ გამკვრივდება.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 3126