სალათა შებოლილი ქათმის ხორცით და ქამა სოკოთი
სალათა შებოლილი ქათმის ხორცით და ქამა სოკოთი
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო - 200 გ
  • შებოლილი ქათამი - 200 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მაიონეზი - 2 ს/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კარაქი - 1 ს/კ
მომზადების წესები

გაასუფთავეთ სოკო და დაჭერით თხელ ნაჭრებად. 

წმინდად დაჭერით ხახვი.

კარაქში მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო და ხრაკეთ რამდენიმე წუთი. დაუმატეთ მარილი და პილპილი. გადმოდგით ცეცხლიდან.

ნიორი გაატარეთ პრესში და შეურიეთ მაიონეზში.

დაჭერით პატარა კუბიკებად ქათმის ხორცი, დაუმატეთ სოკოსა და ხახვის მასას, მოასხით მაიონეზი და კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!