მოამზადეთ ჟელე: გახსენით ხილის ჟელე 300 მლ ადუღებულ წყალში, კარგად აურიეთ, გააგრილეთ, გადაიტანეთ გაშლილ, არაღრმა ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში. ბისკვიტისთვის: გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ მკვრივი, ღრუბელივით მასის მიღებამდე, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, თან შეუჩერებლად თქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და დაუმატეთ ცილის მასას. გაცერით ერთად ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ პატარ-პატარა ულუფებად კვერცხის მასას, თან ურიეთ. დაუმატეთ ზეთი და ძმარი, კვლავ კარგად აურიეთ. ღუმელის ფირფიტას დააფინეთ პერგამენტი, გაანაწილეთ თანაბრად მასზე ცომი და აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი. გამომცხვარი და ცხელ-ცხელი რულეტი გადაიტანეთ ჩაის ტილოზე პერგამენტიანად. გადაახვიეთ რულეტად და ასე გააცივეთ. კრემი: მარწყვი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, შემდეგ კი დააბლენდერეთ. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქრის პუდრა. ბოლოს დაუმატეთ მარწყვის პიურე და კარგად აურიეთ. რულეტის აწყობა: გაშალეთ გაცივებული რულეტი, წაუსვით მარწყვის კრემი, დაწერით პატარა კუბიკებად ჟელე და გაანაწილეთ რულეტზე. გადაახვიეთ რულეტი, დადეთ ღია მღარით ქვემოთ და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. მორთეთ დარჩენილი კრემით და ჟელეს კუბიკებით, ან მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!