მარტივი ხრაშუნები
მარტივი ხრაშუნები
დრო 30წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

თუკი ფიქრობთ, რომ უგემრიელესი ხრაშუნა ნამცხვრების მოსამზადებლად ბევრი და განსაკუთრებული ინგრედიენტია საჭირო, ძალიან ცდებით. 

4 უმარტივესი ინგრედიენტი და ჩაისთვის შესანიშნავი ნამცხვრები მზად არის!

ინგრედიენტები

  • კარაქი - 200 გ
  • კვერცხის გული - 4 ცალი
  • შაქარი - 120 გ
  • ფქვილი - 370 გ
მომზადების წესები

ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან და 3 კვერცხის გულთან ერთად.

დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

დააგუნდავეთ ცომი, გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთით.

გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით 5 სმ დიამეტრის ნამცხვრები.

დაჩხვლიტეთ ნამცხვრები ჩანგლით და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ჩაუჩხვლეტავი მხრიდან ზევით.

სურვილისამებრ შეგიძლიათ გაუკეთოთ დანით ორნამენტები.

წაუსვით ნამცხვრებს დარჩენილი კვერცხის გული. დაელოდეთ 5 წუთი და კვლავ გადაუსვით კვერცხი.

აცხვეთ 160 გ-ზე 12-15 წუთი.