ფენოვანი სალათა "გვირილების მდელო"
ფენოვანი სალათა "გვირილების მდელო"
დრო 35წთ
ულუფა 5
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • გრძელი ბრინჯი - 0,5 ჭიქა
  • ქათმის ფილე - 2 ნაჭერი
  • სტაფილო - 2 ცალი
  • კიტრი - 2 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მაიონეზი
  • სალათის ფოთლები
  • კამა
მომზადების წესები

მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში.

გაფცქვენით და გახეხეთ სტაფოლო, მოხრაკეთ ზეთში.

მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე.

ააწყვეთ სალათა ფენებად: დახეული სალათის ფოთლები, შემდეგი ფენა მოხარშული ბრინჯი, მესამე ფენა მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე, მეოთხე ფენა წმინდად დაჭრილი ხახვი, მეხუთე ფენა მოხრაკული სტაფილო, მეექვსე ფენა - გაფცქვნილი და პატარ კუბიკებად დაჭრილი კიტრი.

ყველა ფენას უსვამთ მაიონეზს და აყრით პილპილისა და მარილს. 

სალათის ზედაპირზე გააკეთეთ გვირილა: კვერცხის მოგრძოდ დაჭრილი ცილა ყვავილის ფურცლები იქნება, ხოლო ყვითელი გული, კვერცხის გახეხილი გულისგან გაუკეთეთ. გააფორმეთ კამის ღერებით.

გემრიელად მიირთვით!