კარტოფილი გრატენი სოკოთი და ქათმის ხორცით
კარტოფილი გრატენი სოკოთი და ქათმის ხორცით
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

მომზადების წესები

შეწვით სოკო. უმი ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად, გაფცქვენით, გარეცხეთ და დაჭერით კარტოფილი წრეებად. 

ცხიმწასმულ ღრმა ფორმაში დაალაგეთ წრეზე ქათმის ფილე და კარტოფილი.

ზემოდან მოაყარეთ შემწვარი სოკო და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი.

მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ნაღებში ან რძეში გახსენით ქარის ფხვნილი და მოასხით დანარჩენ ინგრედიენტებს.

მოაყარეთ გახეხილი ყველი.

მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნანახია: 2390