წიწილას მოვაყაროთ მარილი და შევწვათ კარაქიან ტაფაზე. მაყვალი და მკვახე ყურძენი გავხეხოთ საცერზე, დავუმატოთ დანაყილი ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა და ნიგოზი. დაჭრილ ქათამს მოვასხათ სოუსი და ცოტა ხანს გავაჩეროთ, შემდეგ მოვრთოთ პიტნის ფოთლებით.