წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავასხათ ადუღებული წყალი, დავუმატოთ ბრინჯი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილე. ვხარშოთ ხორცის სრულ მომზადებამდე. ბოლოს დავახეხოთ ან წვრილად ჩავაჭრათ სტაფილო, 2-3 წუთში დავუმატოთ კამა, პილპილი და მარილი.