ბრაზილიური კანფეტები ბრიგადეროს
ბრაზილიური კანფეტები ბრიგადეროს
დრო 120წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • კაკაო - 30 გ
  • ქოქოსის ფანტელი
  • საკონდიტრო მოსაყრელი
  • ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესები

ქვაბში ჩაასხით შესქელებული რძე, ჩაყარეთ კაკაო და მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.

შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

ხელები დაისველეთ ზეთში და მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთები.

ამოავლეთ ზოგიერთი ბურთი ქოქოსის ფანტელში, ზოგი საკონდიტრო მოსაყრელში.

დაალაგეთ კანფეტები პერგამენტდაფენილ გაშლილ ლანგარზე და მოათავსეთ მაცივარში 1-2 საათით.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
შოკოლადი კანფეტი ნანახია: 2999