პეპერონატა - ბოსტნეულის იტალიური რაგუ
პეპერონატა - ბოსტნეულის იტალიური რაგუ
დრო 45წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა - 3-4 ცალი
  • ბადრიჯანი - 1 ცალი
  • ყველი ფეტა - 200 გ
  • ქინძი - 1 კონა
  • კედრის კაკალი - 1 ს/კ
  • ნიორი - 1 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 1/2 ჭიქა
  • სალათის ფოთლები - 3-4 ცალი
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები

შეწვით ღუმელში კანიანად გარეცხეილი ბულგარული და ბადრიჯანი.

შემწვარი ბოსტნეული მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და მოუკარით თავი. ასე გააცივეთ. შემდეგ გაფცქვენით.

მსხვილად დაჭერით და მოათავსეთ ჯამში.

მოამზადეთ პესტოს სოუსი ქინძით: დაჭერით ქინძი, მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში ნიორთან და კედრის კაკალთან ერთად, დაუმატეთ 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი და მწიკვი მარილი. დააბლენდერეთ, თუმცა არა იქამდე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. 

მოასხით მიღებული სოუსი შემწვარ ბოსტნეულს და მოაყარეთ დაჭრილი ყველი ფეტა. აურიეთ. გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

სუფრასთან მიიტანეთ სალათის ფოთლებით, მორთეთ ოხრახუშის ღერებით.

გემრიელად მიირთვით!