ყავისა და შოკოლადის ნაყინი მოცხარით
ყავისა და შოკოლადის ნაყინი მოცხარით
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი (60-70 %) - 100 გ
  • კარაქი - 50 გ
  • კაკაო - 3 ს/კ
  • ხსნადი ყავა - 1 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • ნაღები - 400 მლ
მოსართავად:
  • წითელი მოცხარი
  • ფხვიერი ნამცხვარი - დაფხვნილი
  • გამდნარი შოკოლადი
მომზადების წესები

გახეხილი შოკოლადი, კარაქი, ყავა, კაკაო და შაქარი შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე. მასა რომ ერთგვაროვანი გახდება, დავუმატოთ კვერცხის გულები და განვაგრძოთ მზადება. მასა ორთქლის აბაზანაზე დავტოვოთ 5-7 წუთის განმავლობაში, თან
ვურიოთ. დავუმატოთ შესქელებული რძე და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და ნაწილ-ნაწილ შევურიოთ
შოკოლადის მასას, შემდეგ ჩავასხათ კონტეინერში და გავყინოთ. სასურველია ერთხელ მაინც გავთქვიფოთ და თავიდან გავყინოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მზა ნაყინი მოვრ- თოთ მოცხარით, ბისკვიტითა და შოკოლადით.

ტეგები:
შოკოლადი ნაყინი ყავა მოცხარი ნანახია: 1975