მწვანე ლობიო კიტრის მწნილით
დრო 25წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო - 500 გ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კიტრის მწნილი - 3-4 ცალი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • ქონდარი
  • მწვანე ხახვი
  • ახალი ნიორი
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები

მწვანე ლობიო გავარჩიოთ, გადავტეხოთ რამდენიმე ნაწილად, დავასხათ იმდენი ცივი წყალი, რომ პირზე მოადგას და მოვხარშოთ.
ტაფაზე მოვთუშოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი და ყველანაირი მწვანილი. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხები. გადავღვაროთ ლობიოს ზედმეტი სითხე და დავუმატოთ მოთუშული ინგრედიენტები, წამოვადუღოთ. შევკაზმოთ მარილით და პილპილით.
სულ ბოლოს დავაჭრათ მჟავე კიტრი და ამოვურიოთ.