სტეიკი ალუბლით
დრო 20წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი, 2 სმ სისქის - 1 ნაჭერი
  • ალუბალი - 0,5 ჭიქა
  • ხმელი ქონდარი - 1 ჩ/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი
  • მწვანე წიწაკა, ცხარე
  • ზეთი
მომზადების წესები

სტეიკს მოვაყაროთ ქონდარი, დაჭრილი ნიორი და მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან შევბრაწოთ ცოტაოდენ ზეთში. სანამ შეიწვება, ალუბალს გამოვაცალოთ კურკა. შემწვარ სტეიკს დავაყაროთ ალუბალი, მარილი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, სანამ ხორცი მომზადდება, შემდეგ დავუმატოთ წიწაკა და მივიტანოთ სუფრაზე.

ტეგები:
ხორცი ალუბალი სტეიკი ნანახია: 951